1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს”-უცხოური პრესა
“ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს”-უცხოური პრესა

“ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს”-უცხოური პრესა

124
0

იაპონური ჟურნალი „შუკან გენდაი“ (週刊現代»//«Shūkan Gendai») აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით: „ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს“ (ავტორი – ტოსიხიკო სიობარა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ამას წინათ ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის მთავრობას, ახლახან გაბედა და უკრაინაში არსებული კორუფციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა – „ზელენსკის ადმინისტრაცია კორუფციას ხელს უწყობდაო“, მაგრამ ერთხელაც არ ახსენებს თვითონ პრეზიდენტის ბრალს. არადა, პრეზიდენტი, რომლის მთავრობაც კორუფციულია, განა შეიძლება პატიოსან მმართველად ჩავთვალოთ და დამნაშავე არაფერში არ იყოს?“ – ნათქვამია „შუკან გენდაის“ სტატიის დასაწყისში.

ავტორი განსაკუთრებით ვრცლად უკეთებს ანალიზს უკრაინის ენერგეტიკულ კომპანია „უკრენერგოში“ მომხდარ სკანდალური კორუფციის ფაქტს. კომპანიაში ბოლო წლებში საკადრო ცვლილებები მთავრობის რეკომენდაციებით განხორციელდა, პირადად იულია სვირიდენკოს მითითებით, რომელიც იმ დროს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა. იულია სვირიდენკო კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის ფავორიტ ქალბატონს წარმოადგენდა. ვლადიმერ კუდრიცკი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებდა „უკრენრგოს“ გენდირექტორის პოსტს, ეწინააღმდეგებოდა ისეთი ადამიანების დანიშვნებს საპასახისმგებლო პოსტებზე, რომლებიც გამოუცდელები იყვნენ და არაფერი არ გაეგებოდათ ენერგეტიკაში.

საბოლოო ჯამში „უკრენერგოში“ სიტუაცია უკან-უკან წავიდა და კომპანიაში ქაოსი გამეფდა. საკვირველი ისაა, რომ უკრაინის ევროპელი სპონსორები – ბანკები, მთავრობები და საერთაშორისო ინსტიტუტები შექმნილ სიტუაციას კარგად ხედავდნენ, მაგრამ მათ გადაწყვიტეს არაფერი არ შეეცვალათ. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპის პოლიტიკური ლიდერები შეშფოთებულნი იყვნენ მხოლოდ რუსული აგრესიით, უკრაინის შიგნით მიმდინარე პროცესებზე კი თვალს ხუჭავდნენ. შედეგი ყველამ იცის: ქვეყანაში კორუფცია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ომის დროს პირდაპირ აყვავდა, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. იგივე სიტუაცია შეიქმნა სახელმწიფო კომპანია „ენერგო ატომში“, რომლის ხელმძღვანელებმა დასავლეთის მიერ ნაჩუქარი 600 მილიონი დოლარი პირადი სარგებლობისათვის დახარჯეს.
„წარმოიდგინეთ სიტუაცია: რუსეთთან გაგანია ომი მიდის, ამ დროს კი თანამდებობის პირები მოსახლეობისათვის გამიზნულ ფულს პირადი მოხმარებისათვის ხარჯავენ, მასშტაბურ კორუფციულ სქემებს ახორციელებენ.

უკრაინის ხელისუფლების სათავეში მდგომნი იმდენად დალპნენ, რომ არ ერიდებიან თავდაცვისათვის გამოყოფილი ფულის დატაცებას“, – წერს ავტორი, – როგორც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მასალები მოწმობენ, უეჭველია, კორუფცია იყო კომპანია Fire Point-შიც, რომელიც რაკეტებს „ფლამინგოებს“ (ე.წ. უკრაინულ „სასწაულებრივ იარაღს“) და დრონებს ამზადებს. სინამდვილეში რაკეტებიც და დრონებიც დაბალი ხარისხის აღმოჩნდა. ვის შეეძლო ამ ყველაფრის ორგანიზება? მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. მხოლოდ მას აქვს თავდაცვის მინისტრის დანიშვნის უფლება. მხოლოდ მას შეეძლო თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს „იღლიაში ამოდება“. მხოლოდ პრეზიდენტს და სხვა არავის.
არასახარბიელო საქმეებში (რბილად რომ ვთქვათ) ეჭვმიტანილია უკრაინის პირველი ლედი ელენე ზელენსკაია – პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლიც. მან მილიარდერ რუსლან შოსტაკის ფონდთან ერთად თხოვნით მიმართა თურქეთის პრეზიდენტის მეუღლეს ემინე ერდოღანს, რომ უკრაინის ბავშვთა სახლების ობლები შეეფარებინა. თურქეთი თხოვნას დათანხმდა და 159 ობოლი ბავშვი მიიღო. მაგრამ საქველმოქმედო პროექტი „ბავშვობა ომის გარეშე“ სათანადოდ ვერ განხორციელდა: პრეზიდენტის ცოლმა ყურადღება ვერ მიაქცია როგორ დაიხარჯა ფონდის 140 მილიონი დოლარი. სინამდვილეში კი არასრულწლოვანი ბავშვები თურქეთში ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ, განსაკუთრებით კი გოგონები, რომლებიც დაფეხმძიმდნენ. საქმე, როგორც იტყვიან, „ჩაიფარცხა“. ერთადერთი, ვინც „დაისაჯა“, იყო უფროსი აღმზრდელი, რომელიც ფიზკულტურის მასწავლებლად ჩამოაქვეითეს. რუსლან შოსტაკმა კი სახელმწიფო ჯილდო მიიღო.
უკრაინაში წარმატებით მოქმედებს მობილიზაციისაგან გათავისუფლების კორუმპირებული სისტემა – ჭეშმარიტად საშიში მასშტაბებით.

როგორც ცნობილია, გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები შეიძლება დროებით იყონ გათავისუფლებულები სამხედრო სამსახურისაგან, მათი სპეციალობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.ეს პრივილეგია აქვთ პროკურატურის, პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, ასევე სხვადასხვა საწარმოების მუშაკებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობენ. ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ უკრაინაში სისტემამ კორუმპირებული ხასიათი მიიღო: უკრაინის სამინისტროებს უფლება აქვთ ისეთი ბრძანებები გამოსცენ, რომელთა მიხედვით, რიგ კომპანიებს თავიანთი თანამშრომლების სამხედრო მობილიზაციიდან გათავისუფლება შეუძლიათ. შექმნილი სისტემა უფლებას აძლევს კორპორაციების ხელმძღვანელებს სამუშაოზე მიიღონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად, სამხედრო სამსახურში უნდა იქნენ გაწვეულნი და ფრონტზე უნდა იბრძოდნენ. შემოწმებით გაირკვა, რომ ბევრ შემთხვევაში ასეთი თანამშრომლები“ სამსახურებში არც დადიან, საკმარისია ხელფასი არ აიღონ, ან ხელმძღვანელებს დამატებითი ფული გადაუხადონ. „თეთრი ბილეთების“ მფლობელები 10-15 ათას დოლარს იხდიან, სამინისტროების ჩინოვნიკები და კომპანიების უფროსები კი ფულს ნიჩბებით ხვეტავენ! (ჩამოთვლილია კომპანიები COFCO Agri Resources, Тедіс-Україна და სხვები).
„უკრაინაში სახეზეა პლუტოკრატიის უმაღლესი ფორმა – სიცოცხლე ფულზე იცვლება. კორუფციის საზარელმა ჰიდრამ უკრაინა მთლიანად შთანთქა“, – წერს ავტორი.

შესაძლოა, ბევრს ჰგონია, რომ უკრაინაში დემოკრატიაა გამეფებული. მაგრამ განა კორუფციის დროს დემოკრატიაზე ლაპარაკი შეიძლება? ადამიანებს დევნიან, მათზე ძალადობენ და კლავენ. უკრაინა ტერორის სამეფოა (ჩამოთვლილია რიგი ფაქტები: ქალაქ კრივოი როგის ოპოზიციური მერის სიკვდილი, რომელსაც მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი დაუპირისპირდა; ერთ-ერთი დეპუტატის სიკვდილი იმავე „ხალხის მსახურის“ ჩინოვნიკთან დაპირისპირების შემდეგ, რომელიც თვითმკვლელობად შეფასდა და საქმე „ჩაიფარცხა“… ამ საქმეებში ფიგურირებს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ბირთვი.
და ამ დროს ვოლოდიმირ ზელენსკის, კორუმპირებული ქვეყნის მეთაურს, ყოველთვის ხელგაშლით ხვდება ევროპის „სულელი სამეული“ – კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი. საოცარია, რატომ არიან ისინი ჩაციკლულნი ვოლოდიმირ ზელენსკზე, რომელიც მათი მხარდაჭერით, ყველანაირ სამშვიდობო გეგმას უარყოფს? რატომ უჭერენ ისინი მხარს ტირანს და დიქტატორ ვოლოდიმირ ზელენსკის? კითხულობენ თუ არა ისინი „ნიუ-იორკ თაიმსს“ და „ვაშინგტონ პოსტს“?, ან „დეილი ტელეგრაფს“?

„სამეულს“ ჰგონია, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტია მომავალი წლის შუალედურ არჩევნებში დამარცხდება, ამერიკელები უპირატესობას ისევ დემოკრატებს მიანიჭებენ, დონალდ ტრამპის დიპლომატიური გეგმები ჩაიშლება და აშშ ისევ უკრაინისაკენ შებრუნდება. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, მეგობრული „სამეული“ ცდილობს უკრაინას დახმარება გაუწიოს. ისინი ყურადღებას არ აქცევენ კორუფციას, ტერორს… მათ არ აინტერესებთ იმ მდგომარეობის მიზეზი, რაშიც უკრაინაა ჩავარდნილი…

წყარო: