1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყველაფერი, დონბასის გარდა: რაზე მოილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე შეხვედრის დროს”-BBC
“ყველაფერი, დონბასის გარდა: რაზე მოილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე შეხვედრის დროს”-BBC

“ყველაფერი, დონბასის გარდა: რაზე მოილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე შეხვედრის დროს”-BBC

103
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბიბისი” (BBC) სათაურით: “ყველაფერი, დონბასის გარდა: რაზე მოილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე შეხვედრის დროს“, რომელშიც მოკლე მიმოხილვაა გადმოცემული აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-სდა და უკრაინის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაზე სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ დიდ პროგრესს მიაღწიეს რუსეთთან მშვიდობის დამყარების გზაზე. თუმცა მთავარი საკითხი მოუგვარებელი დარჩა: პუტინი ითხოვს დონბასს, ზელენსკი წინააღმდეგია, ტრამპი კი ორივეს ეუბნება, ერთმანეთს გაურიგდითო. ამჯერად ამერიკელი და უკრაინელი ლიდერები ლაპარაკობენ რამდენიმე კვირაზე, რომლის გასვლის სემდეგ სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრები უფრო მკაფიო იქნება.

“დიდებული საუბარი” თითქმის ყველაფერზე

შეხვედრის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ სამიტი მიმდინარე წლის ყველაზე აქტიური დიპლომატიური მომენტი იქნება და ბევრი რამ გადაწყდებაო. მოლაპარაკება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში სამი საათი გაგრძელდა, რომლის შემდეგ დონალდ ტრამპმა ტრადიციულად განაცხადა, რომ შეხვედრა „მშვენიერი“ იყო და რომ მან უკრაინელმ სტუმართან დიდებულად ისაუბრა, რის შედეგად ომის დამთავრება მოახლოვდა. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების დადების დრო მოახლოვდა, უკვე შეთანხმებულია საკითხების 95%, თუმცა მანვე დაამატა, რომ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია საკვანძო საკითხი – ვისი იქნება დონბასი. ამ პრობლემას აშშ-ის პრეზიდენტმა „უმნიშვნელოვანესი“ უწოდა და „მის მოგვარებას მხარეები ჯერ კიდევ უახლოვდებიან“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკების შემდეგ მიანიშნა, რომ დონბასის საკითხი ჯერ კიდევ მაქსიმალურად აქტუალურია, თუმცა უკრაინის პოზიცია რუსული პოზიციისაგან განსხვავდება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის საკვანძო საკითხს არა იმდენად ტერიტორიული პრობლემა წარმოადგენს, არამედ უფრო მეტად უსაფრთხოების საკითხი. მან დააზუსტა, რომ უკრაინის გუნდი გააგრძელებს მოლაპარაკებას ამ პუნქტის ირგვლივ ევროპელ მოკავშირეებთან უახლოეს ხანში.
დონალდ ტრამპმა, პასუხობდა რა მასმედიის კითხვებს, თქვა, რომ ტერიტორიული საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს: „უკრაინამ დიდი გმირობა გამოიჩინა, და [მოწინააღმდეგეს] უდიდესი ზარალი მიაყენა. მაგრამ ომი დროა დასრულდეს“. აშშ-ის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, რომ უკრაინის პარლამენტის წინაშეც შეუძლია გამოვიდეს და დეპუტატებს სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობა განუმარტოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამაზე დიპლომატიურად თქვა, რომ „ ჩვენ ყოველთვის მოხარულნი ვიქნებით“.
დონბასი – „რაც შეიძლება სწრაფად“
კრემლი თვლის, რომ დონბასი რუსეთს ეკუთვნის და ეს პუტინისათვის მთავარ საკითხს წარმოადგენს. ზელენსკისთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. რუსმა ლიდერმა თავის ამერიკელო კოლეგას მოუწოდა ორიენტირება გაკეთებინა ანკორიჯის სამიტზე მიღწეულ ურთიერთგაგებაზე, ხოლო პუტინის თანაშემწემ იური უსაკოვმა გუშინვე გააჟღერა რუსული მხარის მთავარი მოთხოვნა: კიევმა უნდა მიიღოს „თამამი და საპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილება … დონბასის შესახებ“.
„თუ ფრონტზე შექმნილ სიტუაციას გავითვალისწინებთ, უკრაინულმა მხარემ დონბასზე გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად და გაჭიანურების გარეშე უნდა მიიღოს“, – თქვა მან.
იური უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს გეგმავენ, რომლის დროსაც ფლორიდაზე შეხვედრის შედეგებს განიხილავენ.

მე მისი მჯერა“

დონალდ ტრამპიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაში ომის დასასრულს უნდა ველოდოთ. მაგრამ დონბასის საკითხი „რამდენიმე კვირაში“ არ თავსდება – ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიული საკითხი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, რეფერენდუმის შედეგის მიხედვით. საკითხის ამგვარად დასმას მომლაპარაკებელი მხარეები ჩიხში შეჰყავს.

უპასუხა რა კითხვას, თუ რამდენად მალე დამთავრდება ომი, დონალდ ტრამპმა ისევ ახსენა „რამდენიმე კვირა“, რომლის დროსაც ყველაფერი ნათელი გახდება. მისი მინიშნებით, უახლოეს მომავალში შეიძლება სამმხრივი შეხვედრაც გაიმართოს აშშ-ს, რუსეთს და უკრაინას შორის: „პუტინს სურს, რომ ეს მოხდეს. მან მე ეს ძალიან მკაფიოდ მითხრა. მე მისი მჯერა“.

თავის მხრივ კირილ დმიტრიევმა, პუტინის სპეცწარმომადგენელმა დონალდ ტრამპს მადლობა უთხრა: „მთელი მსოფლიო აფასებს აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი გუნდის სამშვიდობო ძალისხმევას“, – დაწერა მან „იქს-ქსელში“ ინგლისურ ენაზე.

წყარო: