1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. ,,ყალბი სატრანზიტო სქემით ევროკავშირიდან რუსეთში ხუთი მილიარდი დოლარის სანქცირებული საქონელი შევიდა”- რუსული მედია
,,ყალბი სატრანზიტო სქემით ევროკავშირიდან რუსეთში ხუთი მილიარდი დოლარის სანქცირებული საქონელი შევიდა”- რუსული მედია

,,ყალბი სატრანზიტო სქემით ევროკავშირიდან რუსეთში ხუთი მილიარდი დოლარის სანქცირებული საქონელი შევიდა”- რუსული მედია

623
0

ყალბი სატრანზიტო სქემით ევროკავშირიდან რუსეთში ხუთი მილიარდი დოლარის სანქცირებული საქონელი შევიდა, – ამის შესახებ გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ საგამოძიებო სტატიაშია ნათქვამი.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, საქონელი განკუთვნილი იყო ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში ექსპორტისთვის, თუმცა რუსეთში დარჩა.

ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ამ ქვეყნებში ევროკავშირიდან 14 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სანქცირებული ტვირთი გაიგზავნა, მაგრამ ამ ქვეყნების იმპორტის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 9 მილიარდ დოლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი მიიღეს.

საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიის თანამშრომელმა, სახელად ალექსეიმ, რომელიც რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტით არის დაკავებული, აღწერა გამოცემისთვის, როგორ მუშაობს ეს სქემა.

კომპანია ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში ან ჩინეთში უკვეთავს საქონელს ევროკავშირიდან, აფორმებს სახმელეთო ტრანზიტს რუსეთის გავლით, რადგან სანქცირებული საქონლის დიდი ნაწილის ტრანზიტი რუსეთის გავლის დაშვებულია. შემდეგ ტვირთი ჩადის ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე და კვეთს სატრანზიტო დეკლარაციით – თითქოს ის განკუთვნილია არა რუსული კომპანიისთვის, არამედ, მაგალითად, ყაზახური ან ჩინური კომპანიისთვის. ხოლო როდესაც საქონელი ბუფერულ ზონაში ხვდება, მას ხელახლა აფორმებენ რუსეთში იმპორტისთვის.

„როდესაც ტვირთი გადაკვეთს, მაგალითად, პოლონეთის საზღვარს, გადამზიდავი უბრალოდ კალმით გადახაზავს გრაფას „მიწოდების ადგილი“ და წერს „ყაზახეთი, ალმატის“ ნაცვლად – „რუსეთი, მოსკოვი“. და ამ დოკუმენტების კომპლექტს აძლევს ბელარუს მესაზღვრეს“, – უთხრა წყარომ გამომძიებელ ჟურნალისტებს.

ცალკე წერილით, რომელიც თან ერთვის დოკუმენტების პაკეტს, შემკვეთი კომპანია ადასტურებს მიწოდების ადგილის ცვლილებას 1956 წლის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების კონვენციის შესაბამისად, რომელიც ამ პროცედურას არეგულირებს.

ამ სქემის შედეგად, მიმღები კომპანია გამგზავნად იქცევა, აღნიშნულია გამოძიებაში.

ჟურნალისტების თქმით, ამით აიხსნება ისეთ უჩვეულო სურათი, რომელიც რუსეთის საბაჟო ბაზაშია. კერძოდ, ტვირთის გამგზავნად მითითებულია ფირმა, რომელიც დარეგისტრირებულია ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია სახმელეთო ტრანზიტი რუსეთის გავლით (მაგალითად, ჩინეთი, ყაზახეთი ან აზერბაიჯანი). თუმცა საბაჟო, რომლის გავლითაც ტვირთი შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე, მდებარეობს რუსეთის ან ბელარუსის საზღვარზე ევროკავშირთან. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს მრავალი ასეთი საიმპორტო დეკლარაცია, რომლებიც სანქცირებული ტვირთებს მოიცავს.

ჟურნალისტების თქმით, ტრანზიტი იმპორტიორებისთვის გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე საქონლის მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში შეტანა