1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს, აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან მჭიდროა -იტალიის ელჩი
ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს, აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან მჭიდროა -იტალიის ელჩი

ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს, აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან მჭიდროა -იტალიის ელჩი

308
0

დღეს ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს. აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და წლიდან წლამდე ღრმავდება, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე გააკეთა.

„ჩვენ ვზეიმობთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც იტალია გახდა რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ეს ჩვენი რესპუბლიკის ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. იმ დროიდან მოყოლებული იტალიას საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფაში. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და წლიდან წლამდე უფრო ღრმავდება. მაგალითისთვის, ათასობით ქართველი გვყავს იტალიაში, რომლებიც მუშაობენ იტალიაში, თანხას აგზავნიან საქართველოში და ასე შეაქვთ წვლილი ქართულ ეკონომიკაში. ძალიან ბევრია მსგავსებები ჩვენს კულტურაში, ტემპერამენტში. დღეს ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს და გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.