
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას საერთაშორისო პარტნიორები და რუსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ. შეხვედრა 23 ივლისს სტამბოლში უნდა გაიმართოს.
დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ამასთან, დელეგაციის წევრები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი; სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა; უზენაესი რადის ადამიანის უფლებათა წარმომადგენელი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში იური კოვბასა; უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი გეორგი კუზმიჩევი; საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოლეგ ლუგოვსკი; უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი; უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი; თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი; საერთაშორისო სამართლის განყოფილების უფროსი, გენშტაბის ცენტრალური იურიდიული მართვის მოადგილე ანდრეი ფომინი; გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსეი შევჩენკო; გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი ალექსეი შერიხოვი; საჰაერო ძალების მეთაურობის შტაბის უფროსის მოადგილე ევგენი შინკარევი.
დელეგაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, შეცვალოს შემადგენლობა და ჩართოს ექსპერტები პრეზიდენტთან შეთანხმებით.