1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს – მეთიუ მილერი
ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს – მეთიუ მილერი

ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს – მეთიუ მილერი

792
0

შშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

შეხვედრის ინიციატივით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გამოვიდა, რომელმაც ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დუბაიში, კლიმატის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე დაპატიჟა.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, როდესაც საკითხი უკრაინის მომავლის განსაზღვრას ეხება. აქ, პირველ რიგში, გადაწყვეტილებას იღებს კიევი, და ეს ეხება ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებას“, – განაცხადა მილერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე გააგებინა ყველას, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, სადაც ოფიციალური მოსკოვი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ცნობს.