
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა
1.39K
0
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. საარჩევნო კამპანია აფხაზეთში მღელვარედ წარიმართა, მაგრამ მთავარია, რომ ხალხმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას, რაც მას დეფიციტის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ბადრა გუნბამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ, მოსკოვის მხარდაჭერით, აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს განვითარდეს და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს.