1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას” – მდინარაძეე
ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას” – მდინარაძეე

ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას” – მდინარაძეე

59
0

ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხვალ მიიღებენ მონაწილეობას [საყოველთაო სახალხო შეკრებაზე] – 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში, ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე 29 აპრილს დაანონსებულ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 20:00 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის, როგორც ცნობილია, ხვალ საყოველთაო სახალხო შეკრება გვექნება, სადაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ აქციას, შეკრებას. ყველამ ერთად ვუთხრათ ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ევროპულ, ეროვნულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული.

ჩვენი დეპუტატები იქნებიან ხალხში და არა სცენაზე წარმოდგენილები, რამდენიმე ჩვენგანის გარდა. რაც შეეხება მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები.18:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას, წარმოგიდგენიათ, 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან. 2 საათი დასჭირდება შეკრებას 20:00 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- აღნიშნა მდინარაძემ.