1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ- რეზიდენტი?”- ხათუნა ხოფერია
“ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ- რეზიდენტი?”- ხათუნა ხოფერია

“ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ- რეზიდენტი?”- ხათუნა ხოფერია

164
0

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 26 მაისთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

“რამდენიმე შეკითხვა მაქვს 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით:

1. აღლუმი ჩატარდება?

2. ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ-რეზიდენტი?

3. ვინ ჩაიბარებს ჯარების სარდლის პატაკს? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი- “ მთავარსარდალი”, რომელსაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ ლეგიტიმაცია ჩამოართვა 30 აპრილს?…

4. ვის წინაშე დადებენ ფიცს ქართველი ვაჟკაცი ჯარისკაცები? ფაშისტური იდეოლოგიის გამტარებელი, ჩვენი შვილების ომში ჩაბმის და დახოცვის მოსურნე სალომე ზურაბიშვილის წინაშე?

ეს ხომ ფარსი იქნება!

ეს ხომ უბრალოდ სირცხვილია!

ეს ხომ შეურაცხყოფა და დამცირებაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის!!!…

ეს ხომ ერთხელ უკვე გავიარეთ 2013 წელს…

ღმერთო, როგორ დაიღალა ჩვენი სამშობლო… ჩვენი გონიერი და დამთმენი ხალხი…
ღმერთო, გადმოხედე და შეიწყალე კურთხეული სამკვიდრო ქართველთა!”, – წერს ხათუნა ხოფერია.