ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა “ბიბისიმ” სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბიბისიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს. ამიტომ, გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ, მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბიბისიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.