1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვერავის ვერ გადაუვლით, უბრალოდ ვერ მოასწრებთ ამ მუქარის შესრულებას, ისე გაგწევენ გვერდით”- ბიძინა გიორგობიანი
“ვერავის ვერ გადაუვლით, უბრალოდ ვერ მოასწრებთ ამ მუქარის შესრულებას, ისე გაგწევენ გვერდით”- ბიძინა გიორგობიანი

“ვერავის ვერ გადაუვლით, უბრალოდ ვერ მოასწრებთ ამ მუქარის შესრულებას, ისე გაგწევენ გვერდით”- ბიძინა გიორგობიანი

1.23K
0

“უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი თავისებური დეტონატორი გამოდგა, საქართველოს გარშემო შექმნილი უარყოფითი საინფორმაციო ველის ასაფეთქებლად,”-წერს სოციალურ ქსელში ბიძინა გიორგობიანი.

“ჩემზე მეტად “აგენტი” აქ ბევრი არ არის, ერთ-ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ვარ საერთოდ. ევროპა ქალაქის გადაწვა არ არის, არც “მოვალთ და გადაგივლით” მუქარა, არც წიგნების დაწვა ან სხვა ძალადობა. 

ვერავის ვერ გადაუვლით, უბრალოდ ვერ მოასწრებთ ამ მუქარის შესრულებას, ისე გაგწევენ გვერდით ის ძალები ვინც იმედს გაძლევთ, რომ მოგეცემათ უფლება ვინმეს გაუსწორდეთ. პირველი მსხვერპლი სწორედ ის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებსაც ახლა “სასარგებლო იდიოტებად” იყენებენ რევოლუციის გზაზე უცხოეთიდან “მწვანე ანთებული” დამნაშავე ქართველი პოლიტიკოსები.

 პარადოქსია, რომ საფრანგეთი, სადაც მომიტინგეებს ლამის ცემით აინვალიდებს პოლიცია, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, რომელთაც ქართული პოლიცია 3 დღეა კორექტულად ექცევა. უფრო კომიკურია როდესაც, ინგლისის საელჩო საქართველოს მოუწოდებს არ გადაუხვიოს ევრო-ატლანტიკურ კურსს. იმ ევროპისას რომელიც თვითონ ბრიტანეთმა დატოვა 2020 წელს და ამ განცხადებებით აიმედებენ მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულ ახალგაზრდებს.

ფაქტია, რომ ჩვენ ვდგევართ დიდი საშიშროების წინ, უკრაინა- რუსეთის ფონზე საქართველოში დესტაბილიზაციას ღიად უჭერს მხარს საერთაშორისო ძალები, რომელთა სურვილია მეტი ომი უკრაინაში, ასევე საქართველოსა და მოლდოვაში. არავითარი სამშვიდობო ინიციატივა .დასავლეთიდან, მხოლოდ იარაღი, მეტი კონფლიქტი და მეტი მსხვერპლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ამ ფონზე მეტი იარაღის  ინდუსტრია დასავლეთში. საქართველოს ოკუპანტი რუსეთი მშვიდად აკვირდება, თუ როგორ ბეჯითად აკეთებს საქართველოში მის ვერაგულ საქმეს ევროპარლამენტარები, შინაური რევოლუციონერები და სხვა სტრატეგიული მოკავშირეები.

 უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი თავისებური დეტონატორი გამოდგა, საქართველოს გარშემო შექმნილი უარყოფითი საინფორმაციო ველის ასაფეთქებლად. გამოცდილმა ქართველმა თაღლითებმა ახალგაზრდებს დააჯერეს, თითქოს კანონი მათ განათლების, მოგზაურობის “ევროპელობის” უფლებას ართმევს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც ჩანს, უცხოეთიდან კარგად დაფინანსებული პროცესი ძნელად გადასალახი წინააღმდეგობა იქნება და თუ ჩვენ აღმოგვაჩნდება შინაგანი ძალა, წინ აღვუდგეთ კიდევ ერთ გარედან თავსმოხვეულ რევოლუციას, ნამდვილად გავაგრძელებთ საქართველოს ისტორიას და არ დავრჩებით ევროპის კართან სამარცხვინოდ ცალ ფეხზე, როგორც ეს სურთ ქვასროლია პოლიტიკოსებს,”- წერს ბიძინა გიორგობიანი.