1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა -ირაკლი კობახიძე
ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა -ირაკლი კობახიძე

ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა -ირაკლი კობახიძე

97
0

ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და, რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.

„საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ამ თემაზე. ვნახოთ, რა იქნება საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგები. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ამ სარჩელის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა. 2008 წელს თვითონ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვით და ამას მოჰყვა შემდეგ რუსეთის არაპროპორციული რეაქცია“ – ეს წერია რეზოლუციაში. ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი? მედვედევმა ვიდრე არ განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ოპერაციის დაწყებას და ომში ჩართვას, მანამდე მთელი დღის განმავლობაში, 8 აგვისტოს სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ მათ ჰქონდათ შტურმი მიტანილი და აპირებდნენ მთელი ცხინვალის რეგიონის აღებას, აპირებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ქალაქს ქალაქზე, სოფელს სოფელზე ათავისუფლებდნენ“ , – განაცხადა პრემიერმა.