1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება -ირაკლი კობახიძე
ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება -ირაკლი კობახიძე

ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება -ირაკლი კობახიძე

186
0

უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

სიუჟეტში საუბარია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და აღნიშნულია, რომ ქვეყანა ღვინოსთან ერთად, განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, გულთბილი სტუმართმოყვარეობით და განსაკუთრებული კულინარიითაც გამოირჩევა.

„საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა – ის, რასაც ყველას სიამოვნებით ვაჩვენებთ. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე TV2-თან ინტერვიუში.

სიუჟეტში ასევე საუბარია ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.

„დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს არასდროს ვტოვებ. საფეხბურთო თემებში აქტიურად ვარ ჩართული. მართალია, საკლუბო ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გუნდი „დინამო თბილისია“ – უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი. რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს საყვარელი უცხოური გუნდი. ჩემთვის ეს ბარსელონაა – მათი თამაშის სტილი განსაკუთრებით მომწონს“, – აღნიშნავს ინტერვიუში ირაკლი კობახიძე.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, საქართველო ასევე მდიდარია განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანებით.