1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან”
“ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან”

“ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან”

119
0

უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი“ (Дзеркало тижня) სათაურით: “ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან” (ავტორი – ივან ჩეპაიკინი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად კი დიპლომატის ვალერი ზალუჟნის მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადების შინაარსი.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად კი დიპლომატმა ვალერი ზალუჟნიმ შეშფოთება გამოხატა უკრაინის მომავალი სავარაუდო სიტუაციის გამო, რომელსაც ქვეყანას ბედი უმზადებს.

ამას წინათ თადარიგის გენერალი და უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი მონაწილეობდა ფორუმში „ვეტერანები როგორც ახალი პოლიტიკური სუბიექტი: ურთიერთდამოკიდებულების წესები ომისშემდგომ უკრაინაში“. იგი სიტყვით გამოვიდა და გამაფრთხილებლად განაცხადა პოტენციური რისკების შესახებ ვეტერანების მიმართ, აგრეთვე ისაუბრა უკრაინაში შესაძლო სამოქალაქო ომის გაჩაღების საფრთხის შესახებაც.

„სამწუხაროდ, კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ კი, ვეტერანები, ვიღაცამ ქვეყნის მტრებად გამოგვაცხადა, რაც დღევანდელ რეალობას წარმოადგენს. და რა შეიძლება მოხდეს ხვალ? თუ საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანები, იარაღით ხელში, დაინახავენ იმას, რომ მკვეთრად უმცირდებათ შემოსავლები, ხდებიან უმუშევრები, არ აქვთ საცხოვრებელი ბინები და საკუთარი თავის რეალიზებას ვერ შეძლებენ, ისინი მოწყვლადები გახდებიან პროვოკაციების მიმართ. ისინი შეიძლება მაცდური იოლი ფულით მოიხიბლონ“… – აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.

ექს-მთავარსარდალმა საფრთხეებს შორის დაასახელა აგრეთვე დამნაშავეობის ზრდა და კრიმინოგენური სიტუაციის გართულება უკრაინის დასახლებული პუნქტებში, ქალაქებსა და სოფლებში.

ვალერი ზალუჟნიმ პარალელები ისტორიული პარალელები გააკეთა და უკრაინის მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სიტუაციას შეადარა, როცა უკრაინაში, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, დამნაშავეობა მკვეთრად იყო გაზრდილი.
გარდა ამისა, დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული უკრაინაში ავღანეთის პრეცედენტიც განმეორდეს: „შესაძლოა, პოლიტიკური დესტაბილიზება მოხდეს და თვით სამოქალაქო ომიც კი დაიწყოს“, – თქვა ვალერი ზალუჟნიმ.

ყოფილმა მთავარსარდალმა ხაზი გაუსვა, რომ ვეტერანების ადაპტაცია მშვიდობიან ცხოვრებასთან სერიოზული გამოწვევა იქნება როგორ თვითონ ყოფილი მებრძოლებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის.

უფრო ადრე დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სავარაუდოდ, სწრაფად არ დასრულდება და რამდენიმე წლით „გაიყინება“. მისი თქმით, ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც ისარგებლებენ დაზავების პერიოდით და უკეთ მოემზადებიან სამხედრო დაპირისპირების განახლებისათვის.

წყარო: