1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ვაგნერი“ აფრიკაში დანაკარგებს განიცდის – BBC russian
„ვაგნერი“ აფრიკაში დანაკარგებს განიცდის – BBC russian

„ვაგნერი“ აფრიკაში დანაკარგებს განიცდის – BBC russian

277
0

ბრიტანული საინფორმაციო წყაროები, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC russian), აგრეთვე საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ეხმიანებიან აფრიკის სახელმწიფო მალის ტერიტორიაზე, ალჟირის საზღვართან მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტს, რომელშიც აფრიკაში მყოფი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ წევრებიც მონაწილეობდნენ. ამ სამხედრო დაჯგუფებას ახლა „რუსეთის აფრიკულ კორპუსს“ უწოდებენ. გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით: „ვაგნერი“ აფრიკაში დანაკარგებს განიცდის“ (ავტორები – გაი ფოლკონბრიჯი და ილია ბალაბანოვი).

ბრძოლა ტინზაუატენთან

რუსეთის დაქირავებულმა მებრძოლთა ჯგუფმა „ვაგნერმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ მის მებრძოლებს და მალის არმიის ჯარისკაცებს დანაკარგი ჰქონდათ, ტუარეგის მეამბოხეებთან მძიმე ბრძოლებში.

აჯანყებულთა მოძრაობამ (CSP-PSD), რომელიც ალჟირისა და მალის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს „აზავადის“ შექმნისათვის იბრძვის, შაბათს განაცხადა, რომ სასაზღვრო ქალაქ ტინზაუატენში შეტაკების დროს ხელში ჩაიგდო ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები და ბენზინმზიდები.

განცხადებაში, რომელიც “ვაგნერმა” გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ მისი ძალები 22-27 ივლისს იბრძოდნენ მალის ჯარისკაცებთან ერთად და რომ “ვაგნერის” მებრძოლებს მეთაურობდა სერგეი შევჩენკო, ზემდეტსახელად “ტბა”. მათი თქმით, ბრძოლა ტინზაუატენთან ახლოს მიმდინარეობდა. „პირველ დღეს „ტბის” ჯგუფმა გაანადგურა ისლამისტების უმეტესი ნაწილი. თუმცა, ქვიშის ქარიშხალმა რადიკალებს საშუალება მისცა გადაჯგუფებულიყვნენ და რაოდენობა 1 000 ადამიანამდე გაეზარდათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ვაგნერის“ მებრძოლებმა კვლავ მოიგერიეს თავდასხმა, მაგრამ მეამბოხეების მასიური ცეცხლის შედეგად იყო დანაკარგები როგორც “ვაგნერის” წევრების, ისე მალის ჯარს შორის.

რუსები მალის დასახმარებლად

მალის ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში მყოფი რუსული ძალები არიან არა “ვაგნერის” წევრები, არამედ სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც ადგილობრივ ჯარებს რუსეთიდან შეძენილი აღჭურვილობით ეხმარებიან.

სანამ რუსული „ვაგნერელები“ მალის ტერიტორიაზე გამოჩნდებოდნენ, მანამ მათ უკვე ჰქონდათ მიღებული გამოცდილება სუდანში, ლიბიასა და მოზამბიკში, აგრეთვე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ისინი პრეზიდენტ ფოსტენუ ტუადერეს ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარნენ და მის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება ჩაახშეს.

მალი, სადაც 2020 და 2021 წლებში გადატრიალების შედეგად სამხედრო ხელისუფლებამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მრავალი წელია ისლამისტურ აჯანყებას ებრძვის. სამხედრო გადატრიალების შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო პოლკოვნიკმა ასიმი გოიტამ. იგი, მართალია, ქვეყანას დროებითი პრეზიდენტის სტატუსით მარტავს, მაგრამ არჩევნების ჩატარებას აყოვნებს.

როგორც კი მალის ხელისუფლებაში ასიმ გოიტა გამოჩნდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა ოპერაცია „ბარხანის“ დასრულება, რომლის ძალითაც, აწ უკვე დამხობილ პრეზიდენტთან იბრაჰიმ კეიტასთან შეთანხმებით, მალის ტერიტორიაზე ფრანგული სამხედრო კორინგენტი იმყოფებოდა. ისინი ტუარეგულ სეპარატიზმს ებრძოდნენ.

ფრანგები გავიდნენ, რუსები შევიდნენ

მალი, საერთო რაოდენობით, ხუთი ათასმა ფრანგმა ჯარისკაცმა დატოვა. შესაბამისად, პოლკოვნიკმა და დროებითმა პრეზიდენტმა ქვეყანაში რუსები მიიწვია, რომლებიც 2023 წლის ნოემბერში ტუარეგებს დამარცხება მიაყენეს და ქალაქი კიდალი დაიბრუნეს.

მაგრამ ბოლო ინციდენტი მერტველებს იმაზე, რომ ტუარეგების სეპარატისტული მოძრაობა კვლავ ძლიერია. როგორც აფრიკელი მკვლევარი ჯონ ლეჩნერი ამბობს, რადგანაც „ვაგნერი“ ფაქტიურად უკვე კერძო სამხედრო დაჯგუფება კი არ არის, არამედ ის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შედის, ეს ნიშნავს, რომ „ვაგნერის“ მარცხი კრემლის მარცხს წარმოადგენს. თუ ასე გაგრძელდება, გამორიცხული არ არის, რომ მალი, ფრანგების მსგავსად, რუსებმაც დატოვონ.

უკრაინა რუსებს აფრიკაშიც ებრძვის?

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში სათაურით „უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ვაგნერის“ განადგურებაზე პასუხისმგებლობა აიღო“  (ავტორი – შონ უოკერი) ნათქვამია, რომ მალისა და ალჟირის საზღვართან მომხდარ ბრძოლაში, რომელიც რუსებისა და მალის არმიის სამხედრო მოსამსახურეების განადგურებით დასრულდა, მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინასაც აქვს შეტანილი. როგორც უკრაინის სამხედრო დაზვევრის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, მალელ ტუარეგ სეპარატისტებს გარკვეული ინფორმაცია კიევმაც მიაწოდა, თუმცა კონკრეტული დასახელებისაგან თავი შეიკავა.

სხვათა შორის, 29 ივლისს უკრაინულმა გამოცემამ Kyiv Post-მა გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ ტუარეგებს ხელში უკრაინის დროშა უჭირავთ.

წყაროები:

„როიტერი“

„ბიბისი“