1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ამის საფუძველი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი
უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ამის საფუძველი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ამის საფუძველი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

491
0

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა ერთი პროცენტია და საქართველოში ათი პროცენტი, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესე ზრდაც არ ექნებათ, ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის ეთერში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, ელოდება თუ არა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და თუ ასე იქნება, რა რეაქცია ექნება ხალხს.

„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც [ზრდა] არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა, თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.