1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა
უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა

უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა

401
0

სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული, ოდესის პორტი დატოვა. გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა. ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ავრცელებს.

„უკრაინამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

 

კუბრაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ გააკეთა ყველაფერი პორტების აღსადგენად. მისივე თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგებას მოუტანს.

 

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტებში 16 დატვირთული გემი იყო ჩარჩენილი და რომ ისინი გეგმავენ პორტების სრული სატრანსპორტო შესაძლებლობების აღდგენას უახლოეს კვირებში.

 

აღსანიშნავია, რომ 22 ივლისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით რუსეთი დათანხმდა უკრაინულ პორტებზე ბლოკადის მოხსნას, თუმცა იმის, გამო რომ შეთანხმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში მან სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ოდესის პორტზე, ახლა ინტერესის მთავარი საგანია, ბოლომდე შეასრულებს თუ არა კრემლი ნაკისრ ვალდებულებას.