უკრაინის საგარეო უწყებამ დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა
5.07K
0
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადას ასობით დეპუტატს, მათ შორის დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა.
ინფორმაციას სააგენტო unian-ი ავრცელებს.
როგორც unian – ი წერს „ამბობენ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ და ომის დროს საზღვარზე დასეირნობენ“.
unian -ის ცნობით, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარადგინეს. ვრცელი სია 225 პირს მოიცავს.