
უკრაინის პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურის დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია დაიწყო – უკრაინული მედია
უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტ, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება – ამჟამად ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტის კენჭისყრამდე, რადას დეპუტატებმა ტრიბუნა დაბლოკეს. როგორც დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განმარტა, ეს „ერთადერთი თეორიული საშუალებაა კანონპროექტის მიღების შესაჩერებლად“.
მანამდე, უკრაინის პარლამენტის სამართალდამცავი საქმიანობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულნი გახდებიან. ამჟამად ეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია.
აღნიშნულ უწყებებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად გაანადგურებს მათ დამოუკიდებლობას.
მანამდე ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების გამო.