
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის -დონალდ ტრამპი
1.17K
0
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის ამ მოსაზრებას ეთანხმება.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ შეძლოს ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება.
რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, როგორც ტრამპი ამბობს, ამ განცხადების შესახებ იცოდა და მას მიაჩნია, რომ, სავარაუდოდ, ეს სიმართლეა.