1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს”- ალეკო ელისაშვილი
“უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს”- ალეკო ელისაშვილი

“უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს”- ალეკო ელისაშვილი

392
0

“44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულებს გამოიძიებდა? – ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია”- განუცხადა  ჟურნალისტებს “მოქალაქეების” ლიდერმა   ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, “ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ადეიშვილის რეპუტაცია ნამდვილად არ არის საამაყო”. უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს, 

“სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება და დრო და დრო უკრაინის ხელისუფლებაც მცდარ ნაბიჯებს დგამენ. ძალიან მწყდება გული, რომ მაშინ როცა საქართველო და უკრაინა მტრის წინააღმდეგ გაერთიანებული უნდა იყვნენ, ამ დროს ამ ბრძოლაში მხარდამხარ არ დგანან. ძირითადად, პროცესს თავისი მოუზომავი განცხადებებით “ქართული ოცნება” აზიანებს, ხანდახან თავისი განცხადებებით და ქმედებებით უკრაინის ხელისუფლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 უკრაინის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინისა და გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით, ევროპის საბჭოს სტუმრობდა, სადაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრაზე ის ერთობლივი ქმედებები განიხილეს, რომლებიც საჭირო აგრესორის დაუსჯელობის დასასრულებლად.