1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის ხელისუფლება ჩართულია საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში”-ზაალ ანჯაფარიძე
“უკრაინის ხელისუფლება ჩართულია საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში”-ზაალ ანჯაფარიძე

“უკრაინის ხელისუფლება ჩართულია საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში”-ზაალ ანჯაფარიძე

520
0

ბევრი შეიძლება ვერ აცნობიერებს თუ რა შორს მიმავალი და მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება პირდაპირ ჩართულია საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის პროცესში.

,,ბევრი შეიძლება ვერ აცნობიერებს თუ რა შორს მიმავალი და მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის.

აქ უკვე მკაფიოდ იკვეთება ის დესტრუქციული ხაზი რაც უკრაინის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აირჩია საქართველოსთან მიმართებაში.

დავარქვათ მოვლენებს თავის სახელი და გავხსნათ ფრჩხილები. პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება მისი “სტრატეგიული პარტნიორი” ქვეყნის (უკვე ბრჭყალებში ვაქცევ ამ ტერმინს) მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე, ფაქტობრივად ძირს უთხრის ამ პარტნიორობას, გამომდინარე შედეგებით.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში. დაელოდონ ქართველი საზოგადოების რეაქციას!” – წერს ანჯაფარიძე.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე მოხვდა. ესენი არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სიაშია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები განმარტებული არ არის.