,,უკრაინასთან ნორმალური ადამიანური ურთიერთობა რომ ყოფილიყო კონფლიქტიც არ დაიწყებოდა”- პუტინი
არავის მოუვიდოდა თავში აზრად უკრაინასთან კონფლიქტის დაწყება, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები რომ ყოფილიყო, – ამის შესახებ სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„უკრაინასთან კონფლიქტის დაწყება თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები რომ გვქონოდა. არანაირი სამოკავშირეო სახელმწიფოც კი არ იყო საჭირო“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვს უთანხმოება მინსკთანაც ჰქონია, თუმცა ბელარუსთან კონფლიქტის დაწყებაზე არავის უფიქრია.
„რამდენს ვდაობდით იმავე ბელარუსთან, ლუკაშენკოსთან ძალიან ბევრ საკითხზე ვკამათობდით. ზოგჯერ ვჩხუბობდით კიდეც, გასაგებია, რადგან ბელარუსის პრეზიდენტი იცავს თავის ინტერესებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, თანმიმდევრულად, მტკიცედ. ჩვენ გვქონდა დავები. თუმცა, ვინმეს მოსვლია თავში აზრად ბელარუსთან კონფლიქტის დაწყება?“ – განაცხადა პუტინმა.