![უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა](https://gttv.ge/wp-content/uploads/2025/02/ukraina.jpg)
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
856
0
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები – დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ.
„ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე.
დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.