
,,უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი გავლენას იქონიებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე”- შვედეთის პრემიერ-მინისტრი
956
0
შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი გავლენას იქონიებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე.
ამის შესახებ კრისტერსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ მოწვეული ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინის საკითხზე ევროპა და მსოფლიო ამჟამად გზაგასაყარზეა. ომის დასასრული გავლენას მოახდენს და ჩამოაყალიბებს მთელი ევროპის უსაფრთხოებას მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ამას ძალიან, ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.