1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება
უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება

849
0

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნიკოლაი შჩურმა განაცხადა, უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისი 18-დან 25 წლამდე მამაკაცების ჯარში გაწვევის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს.

მისივე თქმით, საუბარია კონტრაქტის ნებაყოფლობით გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას.

„როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებებში იქნება მთელი რიგი ცვლილებები. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტებში სხვადასხვა დონის ცვლილებები განხორციელდება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში იქნება პრეზენტაცია“, – განაცხადა შჩურმა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა.

ნიკოლაი შჩურის თქმით, კონცეფცია შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.