1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინა: „გვინდა ნატოში მიღება ომის დამთავრებამდე” – რას წერს უცხოური პრესა
უკრაინა: „გვინდა ნატოში მიღება ომის დამთავრებამდე” – რას წერს უცხოური პრესა

უკრაინა: „გვინდა ნატოში მიღება ომის დამთავრებამდე” – რას წერს უცხოური პრესა

402
0

„ნატოს სამიტამდე ორი თვით ადრე, რომელიც ივლისში, ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სთხოვს, რომ მოლაპარაკება მისი ბლოკში მიღების თაობაზე მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს იმ პერსპექტივით, რომ ქვეყანა ორგანიზაციაში არაუგვიანეს 2028 წლის ივლისამდე იქნას მიღებული. ამასთან, უკრაინის მიღება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, შეწყვეტს თუ არა რუსეთის აგრესიულ ომს“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა: „გვინდა ნატოში მიღება ომის დამთავრებამდე“ (ავტორები – კონრად შულერი და შტეფან ლოკი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა და ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კოპენჰაგენში შეხვედრის დროს წარმოადგინეს „კონცეპტი“ – დოკუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კიევის გამარჯვებას მოსკოვთან ომში.

დოკუმენტში გატარებულია აზრი, რომ ნატომ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინასთან ქვეყნის ალიანსში მიღების მიზნით და ეს პროცესი 2028 წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს. ანდრეი ერმაკიც და ანდერს რასმუსენიც დარწმუნებულნი არიან, რომ ალიანსში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის გარეშე უკრაინას კრახი ემუქრება.

დოკუმენტის თანაავტორებად ითვლებიან სხვა დასავლელი აწ უკვე გადამდგარი პოლიტიკოსებიც – აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი. გერმანიიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ნატოს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ჰაინრიხ ბრაუსმა.

„კონცეპტში“, უკრაინის ნატოში მიღების მოთხოვნის გარდა, სხვა ზომებიცაა განხილული: „მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინას დახმარება თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,25%-მდე უნდა გაუზარდონ; უკრაინის დასავლეთი ნაწილი ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით უნდა გადაიფაროს; რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივები (278 მილიარდი ევრო) უკრაინას უნდა გადაეცეს; სადაც კი გამოუყენებელი იარაღი იქნება, კიევისთვის უნდა გაეგზავნოს; არ უნდა იყოს გამორიცხული შავი ზღვის აკვატორიაში და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა…

„დასავლეთისა და ნატოს ქვეყნების მხრიდან ამასწინანდელი დახმარების დაგვიანებამ და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების ბუნდოვანმა პერსპექტივამ მოსკოვს რწმენა განუმტკიცა, რომ მას უკრაინაზე და მის მოკავშირეებზე გამარჯვება შეუძლია. ამიტომაც ნატომ მტკიცე და გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას და უკრაინის მიღების პროცესი უნდა დაიწყოს. მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება გამოაფხიზლებს და დაარწმუნებს რუსეთს, რომ ომში კრემლი ვერ გაიმარჯვებს და საბრძოლო მოქმედებები მიზნის შესრულებაში ვერ დაეხმარება“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის პრეზენტაცია დაემთხვა კიევში ენტონი ბლინკენის ვიზიტსა და ხარკოვის ოლქში რუსეთის არმიის მიერ დაწყებულ შეტევას.

წყარო