1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება – „გახარია-საქართველოსთვის“
უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება  – „გახარია-საქართველოსთვის“

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება – „გახარია-საქართველოსთვის“

510
0

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ.

“გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ “უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება” და “უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება”.

„მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა.

ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა – მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.

ეს არის “ოცნების” დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.