1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ

265
0

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მმართველ გუნდს მოუწოდეს, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საკომიტეტო მოსმენა გადადონ.

მათივე თქმით, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. აღნიშნული განცხადება სახელისუფლებო პარტიისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიცია შეშინებულია და დისკუსიაში შესვლის უნარი არ გააჩნიათ.