1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი
უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი

უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი

223
0

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა”, – აღნიშნა კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მთლიანობაში, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის.