
თურქული გამოცემა ზელენსკისა და მისი გარემოცვის წევრების, სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს
ურნალისტური გამოძიების შედეგები ცნობილია, თურქული გამოცემის “აიდინლიქის” ხელში აღმოჩნდა კონკრეტული საბანკო ანგარიშების ნომრები, რომლებზეც ზელენსკი და მისი გარემოცვის უახლოესი წევრები, სავარაუდოდ, ყოველთვიურად კორუფციული გარიგებებით მიღებულ ფულს, 50 მილიონ აშშ დოლარს რიცხავდნენ. გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებული პირები ფულს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში მალავდნენ.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული ორი კომპანია, რომლის ანგარიშებზეც, სავარაუდოდ, კორუფციული თანხები ირიცხებოდა ანდრეი გმირინს ეკუთვნის, გავრცელებული ცნობით, ის ზელენსკის გარემოცვის კორუფციული აქტივებს მართავდა. გმირინი, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი მრჩეველი და ევროპაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კომპანიების ქსელის მფლობელია. 2024 წლის ნოემბერში ის საფრანგეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალზე საუბრობს, რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკოც. კანონმდებლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას, ევროპული ბანკის შეძენით, 5 მილიარდი ევროს გათეთრება სურდა და ამ საკითხს აქტიურად განიხილავდა უკრაინელ ბიზნესმენთან, რისი აუდიო ჩანაწერიც უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ მოიპოვა.
მედია, წერს, რომ ზელენსკის გარემოცვის წევრებზე კორუფციის ბრალდებებით გამოძიება უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დაიწყო, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეს, ამ ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაუქმებას მოაწერა ხელი, რასაც ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან კი შეშფოთება მოჰყვა. კრიტიკის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ანტიკორუფციული ორგანოებს დამოუკიდებლობა დაუბრუნა.