თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი
თურქმენეთში ყველაზე უკეთესად მე დამხვდნენ, მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, დამატარებდნენ თურქმენბაშის მანქანით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის თვალში იგი აღიქმებოდა, როგორც ევროპული ორიენტაციის სიმბოლო.
„აშხაბადის კოშმარზე გამახსენდა ჩემი 2008 წლის შემდეგი ვიზიტი თურქმენეთში, დღევანდელი მმართველი კლანის უფროსის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე, თურქმენბაშის გარდაცვალების შედეგ.
იყო ათამდე სახელმწიფოს ლიდერი (რუსეთი ნარიშკინის დონეზე იყო წარმოდგენილი) და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე უკეთესად მე დამხვდნენ, მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, დამატარებდნენ თურქმენბაშის მანქანით.
რატომ მეპყრობოდნენ ასე განსაკუთრებულად? იმიტომ, რომ მე მათ თვალში ვიყავი ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო”, – წერს სააკაშვილი.