თურქეთში დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 115 პირი, რომლებიც შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმებს გეგმავდნენ
83
0
თურქეთში დააკავეს 115 პირი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში არიან ეჭვმიტანილი.
სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე გეგმავდნენ თავდასხმის მოწყობას.
„მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაცია მოწოდებებს აკეთებდა და გეგმავდა თავდასხმებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ძირითადად არამუსლიმების წინააღმდეგ, მომავალი შობისა და ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში. ამოღებულია პისტოლეტები, საბრძოლო მასალა და მრავალი ორგანიზაციული დოკუმენტი”, – ნათქვამია სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პოლიციამ სტამბოლში 124 ადგილას ჩაატარა რეიდი და 137 ეჭვმიტანილიდან 115 დააკავა.