თუ უკრაინის მხარდაჭერას არ გავაგრძელებთ, პუტინის ჯარი შეიძლება პოლონეთის საზღვართან აღმოჩნდეს -ანალენა ბერბოკი
254
0
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, რომელიც შესაძლოა იმ შემთხვევაში დადგეს, თუ უკრაინა რუსეთისგან თავის დასაცავად საკმარის მხარდაჭერას არ მიიღებს.
ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინის დახმარება შეწყდება, ევროკავშირი შეიძლება დადგეს იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსული ჯარი მის საზღვრებთან იქნება.
„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს. ომი სწრაფად აღმოჩნდება ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე. საბოლოო ჯამში, საუბარია ერთ რამეზე: უკრაინის მხარდაჭერა ასევე გვაშორებს ომს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.