1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება -ჯოზეფ ბორელი
თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება -ჯოზეფ ბორელი

თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება -ჯოზეფ ბორელი

261
0

ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, თუ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი გადაიხდის შედეგებს, დაზარალდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი გადაიხდის შედეგებს. ის ფაქტი, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება, გაუქმდება კიდეც. სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება.