
თუ საქართველო მოახერხებს ომის თავიდან აცილებას, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის შიგნით შეინარჩუნებს მშვიდობას, საქართველოსთვის დიდგორის ტოლფასი გამარჯვება იქნება! -სიმონ მასხარაშვილი
“დღეს დაჭაობებულ მსოფლიო პოლიტიკაში ვინც არ ჩაიძირება და ჩაიხრჩობა, სამომავლოდ მას დარჩება ბურთიც და მოედანი!” – ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“სამი წელია, ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი: სანამ რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრდება და მსოფლიოში ელემენტარული წესრიგი არ დამყარდება, თუ საქართველო მოახერხებს ომის თავიდან აცილებას და , როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის შიგნით შეინარჩუნებს მშვიდობას ,—ეს საქართველოსთვის დიდგორის ტოლფასი გამარჯვება იქნება! დღეს დაჭაობებულ მსოფლიო პოლიტიკაში ვინც არ ჩაიძირება და ჩაიხრჩობა, სამომავლოდ მას დარჩება ბურთიც და მოედანი! ქართველი ერი მაქსიმალურად უდანაკარგოდ უნდა გადარჩეს და მერე ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მაინც იხეირებენ! გავერთიანდეთ და ერთმანეთი გავიტანოთ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო” – წერს სიმონ მასხარაშვილი.