1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია” – სანდრო რაქვიაშვილი
“თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია” – სანდრო რაქვიაშვილი

“თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია” – სანდრო რაქვიაშვილი

454
0

გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მთავრობა პრეზიდენტს ვიზიტებზე თანხმობას არ აძლევს.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სწორად იქცევა, როცა ამის მიუხედავად მაინც გეგმავს ვიზიტს და პირიქით, პრემიერს აქვს ასახსნელი, რატომ უშლის ხელს პრეზიდენტს.

„ალბათ, ფორმალურად ასეც არის (არღვევს პრეზიდენტი კონსტიტუციას, როცა თანხმობის გარეშე მიდის ვიზიტით), უბრალოდ, არ მესმის, პრემიერი რატომ არ აძლევს თანხმობას. საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას, მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება ამას და გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას, ეს თანხმობა ხომ ფორმალურია?! [გაუგებარია] არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, ხომ?! მერე კიდევ იქით დაადანაშაულო პრეზიდენტი, რომ არღვევს კონსტიტუციას. მგონი, სწორად იქცევა პრეზიდენტი, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის, გასაგებია, რომ წესრიგი, კანონები არსებობს, მაგრამ არსებობს საღი აზრი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს. მისივე განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.