1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თუ “ჰამასი” 212-ვე მძევალს დააბრუნებს და უპირობოდ ჩაბარდება, ომი დასრულდება -ისრაელის თავდაცვის ძალები
თუ “ჰამასი” 212-ვე მძევალს დააბრუნებს და უპირობოდ ჩაბარდება, ომი დასრულდება -ისრაელის თავდაცვის ძალები

თუ “ჰამასი” 212-ვე მძევალს დააბრუნებს და უპირობოდ ჩაბარდება, ომი დასრულდება -ისრაელის თავდაცვის ძალები

180
0

ჩვენი მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურება და ჩვენი ხალხის შინ დაბრუნებაა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა მედიის შეკითხვას, გადაიდო თუ არა ღაზაში სახმელეთო შეჭრა იმის გამო, რომ ისრაელს სურდა მეტი დრო ჰქონოდა მძევლების ღაზადან გასაყვანად.

შეკითხვაზე, არის თუ არა შეჭრა გარდაუვალი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა უპასუხა: „ჩვენი მიზანია ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული მოშლა“.

„თუ ეს შეიძლება გაკეთდეს ჰაერიდან, ჩვენს ჯარებზე ძალიან შეზღუდული ზემოქმედებით და ადგილზე ნაკლები ზიანით, ეს შესანიშნავი იქნება. თუ „ჰამასი“ გამოვა თავისი სამალავებიდან, სადაც ისინი მალავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და დააბრუნებენ ჩვენს მძევლებს, 212-ვე მათგანს და უპირობოდ ჩაბარდებოდნენ, მაშინ ომი დასრულდება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ალბათ მოგვიწევს შესვლა და ამის გაკეთება“, – აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

The Guardian-ი წერს, რომ შიში ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ორ აეროპორტს და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოევიკები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით დარტყმა მიაყენეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტებს.