
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში ხანძარია
335
0
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში, ხანძარს ებრძვიან. ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული, რომელმაც საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ლეშამუგეს უბანში ხანძარმა დააზიანა ელექტროსადენები და ცეცხლი ძალიან ახლოს არის საკომუნიკაციო ანძებთან. თუმცა, მისივე თქმით ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებს ზუგდიდის ბრიგადებიც შეუერთდნენ.
რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, როგორც ვანო ბურდული ამბობს, მოსახლეობამდე ერთ კმ-ზე მეტია.
მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება ლეშამუგეში უკვე მოხერხდა, მაგრამ ამ წუთისთვის უკვე ჯგალის თემშია ხანძრის ახალი კერა.