1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა

1.06K
0

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს წერილობით ბოდიში მოუხადა.

„[ვოლოდიმირ] ზელენსკიმ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. მან ბოდიში მოიხადა ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.