1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,ტრამპის ადმინისტრაციის მშვიდობის პოლიტიკა „საქართველოშიც ჩამოვა“- გიორგი ვოლსკი
,,ტრამპის ადმინისტრაციის მშვიდობის პოლიტიკა „საქართველოშიც ჩამოვა“- გიორგი ვოლსკი

,,ტრამპის ადმინისტრაციის მშვიდობის პოლიტიკა „საქართველოშიც ჩამოვა“- გიორგი ვოლსკი

760
0

ასეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და თქვენ მეკითხებით, რომ ეს როდის ჩამოვა აქ. ჩამოვა,- მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ში გადაცემის წამყვანს, რომელიც დაინტერესდა, იმ პირობებში, როდესაც ომი არ დამთავრებულა და საქართველოში არიან რადიკალთა ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ დესტაბილიზაციის მოწყობას, როგორ იცავს საქართველო მშვიდობას.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის მშვიდობის პოლიტიკა „საქართველოშიც ჩამოვა“.

„ტრამპი რას ითხოვს, რომ გაჩერდეს ომი და შემდეგ დავიწყოთ პროცესი. ჩემი გარანტია იმის, რომ ინვესტიციას შემოვიტან, ეს უკვე უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს. იმავეს ამბობს რუსეთთან. წარმოიდგინეთ ამხელა მონსტრები დაპირისპირებული იარაღის რესურსით. სულ, რომ არ იხმაროს ბირთვული შეიარაღება, ისეთი იარაღი აქვს ერთსაც და მეორესაც გაანადგურებს დედამიწას. იქ ჩინეთი კიდევ თავისი ამბიციით და გაორმაგებული სამხედრო ბიუჯეტით. უშველებელი ინტერესი ამ დროს ევრობაზრისა და აზიური ბაზრის არა მარტო დაკავშირების, არამედ ამ კავშირის კონტროლის და ჩვენ კიდევ შუაში. წარმოიდგინეთ, ასეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და თქვენ მეკითხებით, რომ ეს როდის ჩამოვა აქ. ჩამოვა!“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.