1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

498
0

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზას სექტორში დაკავებული ამერიკელი მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ დაჯგუფება „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, – აღნიშნულის შესახებ Reuters ამ მოლაპარაკებების ორმა წყარომ კონფიდენციალურად განუცხადა.

წყაროს თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების გათავისუფლების საკითხებში ადამ ბიულერი ბოლო კვირების განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებებს აწარმოებს „ჰამასთან“.

„ასეთი მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას პირდაპირი კონტაქტების წინააღმდეგ დაჯგუფებასთან, რომელსაც ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს“, – წერს მედიასაშუალება. 

წყაროების თქმით, მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებაა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰამასი“ 1997 წლიდან უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.