
ტრამპი: პუტინმა დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს
212
0
დღეს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისაუბრა ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ეს ომი ისრაელ-ირანს შორის უნდა დასრულდეს, მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.