1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე, ოჯახებითაც დავახლოვდით”- ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე
“თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე, ოჯახებითაც დავახლოვდით”- ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე

“თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე, ოჯახებითაც დავახლოვდით”- ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე

1.20K
0

სოსო გოგაშვილი რომ გავიცანი 2013 წელი იყო. იყო გენ.ინსპექციაში რიგით თანამდებობაზე, მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი. ვთხოვე მას და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს ჩემი პირველი მოადგილე გახდა, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. იყო ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა ის სამწუხაროდ აცხადებს, რომ თურმე 3 წელი აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, გუნდზე“, – აღნიშნა გომელაურმა.