1. Home
  2. TOP სიახლე
  3. (ვიდეო)”ტიპი საკუთარი ენით ყვება მისი “დავერბოვკების” ანუ გადაბირების ისტორიას”- ამირან სალუქვაძე
(ვიდეო)”ტიპი საკუთარი ენით ყვება მისი “დავერბოვკების” ანუ გადაბირების ისტორიას”- ამირან სალუქვაძე

(ვიდეო)”ტიპი საკუთარი ენით ყვება მისი “დავერბოვკების” ანუ გადაბირების ისტორიას”- ამირან სალუქვაძე

1.31K
0
“ტიპი საკუთარი ენით ყვება მისი “დავერბოვკების” ანუ გადაბირების ისტორიას”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე.
 
 
 “საბჭოთა პერიოდში “კგბ”-მ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ჯაშუშობის მუხლით. თავად ყვება მე-15 წუთიდან. თუ იტყუება, რატომ?
 
✔️ კიევიდან გარბის მოსკოვში. იქედან მეგობრის პასპორტით მოფრინავს თბილისში. ანუ, მოსკოვში ისეთი მეგობარი ჰყავდა, რომელმაც პასპორტი ათხოვა. სსრკს დროს?!
 
✔️ ჩამოფრინდა სახლში. ბებიას და ბაბუას ვიღაც “კგბ”-ს გენერალი ჰყავდათ მოსკოვში. იმან უთხრა ჩაფრინდი კიევშიო. დაულაგა.
 
✔️ სააკაშვილი ჩაფრინდა კიევში, სადაც ის დააკავეს და ჩასვეს უშიშროების იზოლატორში.
 
✔️ შემდგომში, როცა მას პოროშენკო დააპატიმრებს, ისევ ამ იზოლატორში აღმოჩნდება და ისევ ის მაყურებელი დახვდება, რომელმაც 32 წლის წინ მოათავსა კამერაში. თავად ყვება. სიტყვას არ ვამატებ. პირიქით.
 
✔️ ჯაშუშობის მუხლით ს/ს აღძვრის შემდეგ, სააკაშვილი სამსახურს იწყებს სასაზღვრო ჯარებში, ანუ საბჭოთა კავშირის “კგბ”-ს სტრუქტურაში.
 
✔️ ტიპი საკუთარი ენით ყვება მისი “დავერბოვკების” ანუ გადაბირების ისტორიას.
 
✔️ მასვე აქვს მონაყოლი პუტინი “მავერბროვკებდაო”, ცალკე ოთახში კონიაკს მასმევდაო, ფარულად 30-ჯერ შევხვდიო, ბნელ ოთახში ფრჩხილი ჩამაჭირა მუხლშიო, თვითონ შეადარა პუტინი “კგბ”-ს ჯარის “ასობისტს” ვიღაც მაიორ პეტროვს, რომელიც ასევე “მავერბოვკებდაო”.  ეს ყველაფერი გარდონთან მოყვა. ვიდეო დავდე ადრე.
 
✔️ აქვე ყვება დედაჩემის დამხარება არ მჭირდებაო, ანუ აქვს ფულიო. ამ დროს სახლის ასაშენებელი ფული თითქოს არ ჰქონდა და უკრაინულ მედიასთან დედამისი ჩააწერინა, თითქოს მან აუშენა.
 
✔️ ჰო, დედაჩემმა თავად დააარსა უნივერსიტეტიო, ისეთი ძლიერი ქალიაო. ხომ არ მოყვება, ლარად ვაჩუქე, ან იაფად ვაყიდინე ტენდერის წესითო?!
 
✔️ მოკლედ, მარგალიტებია. მესმის, რომ 2003-ში და შემდგომში ბევრი რამ არ იცოდა ხალხმა. არც მე ვიცოდი, მაგრამ რა უნდა გამოქვეყნდეს კიდევ, რომ ფან-კლუბი დაიშალოს?!”- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე