1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისის მორიგი Tech Meetup-ი Agile-ის თემას დაეთმო
თიბისის მორიგი Tech Meetup-ი Agile-ის თემას დაეთმო

თიბისის მორიგი Tech Meetup-ი Agile-ის თემას დაეთმო

689
0

27 სექტემბერს თიბისიმ ტექ კომუნისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. ტექ სესიის ძირითადი ფოკუსი ლიდერის როლი ეჯაილში იყო. თიბისის ტექ ლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს და ინდივიდუალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრნობით ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

რატომ არის ლიდერობა მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის და ლიდერის ზემოქმედება გარემოს ჩამოყალიბებაზე;რას ნიშნავს იყო ლიდერი, ლიდერობის სტილები და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს;
გუნდების ავტონომია (თვითორგანიზებულობა) და ლიდერის როლი თიბისიში;
როგორი ლიდერები გვჭირდება ორგანიზაციაში და როგორ აღმოვაჩინოთ ისინი;

„Agile Meetup-ზე განვიხილეთ თანამედროვე ლიდერების ტიპები, რა გამოწვევები აქვთ დღევანდელ სამყაროში მათ. ტექ აუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეჯაილ გარემოში თანამედროვე ტენდენციები ლიდერშიპის მიმართულებით.”- ინგა ყელაურაძე, ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი.

თიბისიმ, როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, წელს უკვე მეოთხედ ჩაატარა Tech Meetup-ი, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

 

R