
თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი ბათუმში ბრუნდება. ლეგენდარული არტისტების მონაწილეობით დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე 11-13 ივლისს გაიმართება.
- 11 ივლისი|ლედისი / LEDISI
- 12 ივლისი|ვინსენ გარსია / GARCIA VINCEN | ნექსთ მუვმენტი / NEXT MOVEMENT
- 13 ივლისი|სისთერ სლეიჯი / SISTER SLEDGE
წელს ფესტივალი, ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტებზე გაიმართება.
VIP აბონემენტის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, სამივე საფესტივალო ღამეს, კლუბში – „Take 5“, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც ჯგუფი TNM უმასპინძლებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.
თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათის მფლობელებს, 9 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.
წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენსი“.
ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: VISA, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, თეგეტა, პორშე, ისი პარი, რესტორანი გრილ თაუნი, ალმა, Tkt.ge.
(R)