1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?

382
0

მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია. ამასთან, სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, საკრედიტო აქტივობის კუთხით კი, ლარი პრევალირებს. ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა სადღეისოდ ეს ტენდენცია არ ჩანს. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც სებ-მა 155 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ნოემბერში მართალია ინტერვენციები კვლავ ამავე მიმართულებით განხორციელდა, თუმცა ოდენობა უკვე საკმაოდ ზომიერი, მხოლოდ 15 მილიონი აშშ დოლარი იყო. ლარის სასარგებლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გრძელვადიანი განაკვეთების გარკვეული შემცირებაც მოქმედებს. კერძოდ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, ლარში დენომინირებულ მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი აღარ შემცირებულა.

ლარის სეზონური მერყეობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების კუთხით სეზონურობის არგუმენტები არსებობს, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეების უმეტესობაც ასე ფიქრობს, სინამდვილეში გაცვლითი კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

 იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

R