1. Home
  2. სხვა
  3. The New York Times მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს
0

The New York Times მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს

398
0

რუსეთის სასამართლომ დახურა ნავთობის მნიშვნელოვანი საექსპორტო ტერმინალი ყაზახეთიდან ევროპაში. ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ „ინტერფაქსი“-ზე დაყრდნობით წერს.

კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზღვაო ტერმინალის მუშაობას 30 დღით შეაჩერებს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო როსტრანსნადზორის მიერ სავარაუდოდ გამოვლენილი დარღვევები სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისას და მათი ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვისას.

CPC არის ყაზახური ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტი, რომელიც შეადგენს მილსადენზე გატანილი მოცულობის 80%-ზე მეტს. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონი ტონა ნავთობია.

როგორც ცნობილია, ყაზახეთს აქვს დიდი ნავთობის მარაგი, მაგრამ არ აქვს წვდომა ზღვაზე, გარდა კასპიისა. ნავთობის ექსპორტი ყაზახეთიდან ხდება შავი ზღვის ნოვოროსიისკის ტერმინალის გავლით.

უკრაინაში ომის გამო ბოლო დროს რუსეთსა და ყაზახეთს შორის უთანხმოება წარმოიშვა. კერძოდ, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღიარებს ე.წ. “DNR” და “LNR”-ის დამოუკიდებლობას.