1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში” – საელჩო
“თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში” – საელჩო

“თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში” – საელჩო

443
0

თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.